კახა კუჭავა: თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს

კახა კუჭავა: თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს

თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს,- ამის შესახებ პარლამეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კალაძის განცხადებას, რომ „აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც მოსასმენია და თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არავის მოსმენა კანონიერი არ არის.

„თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბაბისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა ამ უწყებებიდან წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, ამიტომ ჯერჯერობით ეს არის ჭორაობა. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და „აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“.