დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე პოლიტიკოსს სურდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან გამართულიყო დებატები. მერის განცხადებით, ეს სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.
„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.