თვითმმართველობის არჩევნებამდე არაერთი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა, როგორც პარტიების მიერ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც ზოგან მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს, ზოგან კი ოპოზიციის.
თუმცა, საინტერესოა მერობის კანდიდატების ასტროლოგიური პროგნოზი - გამარჯვების შანსი ვის აქვს, კალაძეს, გახარიას თუ მელიას? ამ კითხვით ცნობილ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს მივმართეთ.
მიხეილ ცაგარელი: სამივეს უდავოდ საკმაოდ კარგი შანსი და პოტენციალი აქვს. თუმცა, მთავარი ფავორიტი კალაძეა, არამარტო იმიტომ, რომ მან საქმიანობით დაამტკიცა რა შეუძლია და რა არა. ხოლო, გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის არის ნამახვანჰესი, რომელიც მისი ხელმოწერით ხორციელდებოდა და თურქებზე ყიდდა ქვეყნის მიწას, რაზეც მას პასუხი არ გაუცია. რაც შეეხება მელიას, რა პოლიტიკოსია, კარგად ვიცით. მისი საქმე ჯერჯერობით ნგრევაა და არა შენება. მაგის აშენებული ჯერ არაფერი გვინახავს. ეს ელემენტი ხალხში დევს.
რაც შეეხება ასტროლოგიურ თემას, პლანეტების განლაგება და წყობა კახა კალაძეს ყველაზე კარგი აქვს. გახარია, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ წევრი იყო, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და საკუთარი გუნდიც კი ჰყავდა, ახლა, მისი მხრიდან არადელიკატური იყო პარტიიდან გამოსვლა და „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა. ამით, იგი ძალაუნებურად ხელს უწყობს ოპოზიციური ძალების წარმატებას. შესაბამისად, მოიგებს კალაძე.
გახარიასსთვის უკეთესი იქნებოდა, 2022 წელს ეაქტიურა, რადგან უფრო მეტი შანსი ექნებოდა წარმატებებისა, მაგრამ არა ახლა.
კალაძეც და გახარიაც ჰოროსკოპით თევზები არიან და ორი თევზის შეტაკება რამდენად რთული იქნება?
- აქ მარტო თევზებზე არაა დამოკიდებული, ბევრ რამეს პირადი ასტროლოგიური რუკები წყვეტს და ამ მხრივ კალაძის პირადი რუკა უფრო ძლიერია. როდესაც პირადი რუკა უკეთესია, წარმატების ფაქტორიც მეტია. თუმცა, მზის პოზიციის მიხედვით, ორივე თევზები არიან. მეორე ფაქტორი არის ის, რომ კალაძის რეიტინგი საზოგადოებაში გაცილებით მაღალია - ეს მნიშვნელოვანია, ვიდრე გახარიასი, რომლის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში უკავშირდება „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევას, მისი უბედურება ამაშია. გახარიამ არასწორი და არადროული ნაბიჯი გადადგა. მას ეს ნაბიჯები 2022 წელს უნდა გადაედგა.
ნიკა მელია ჰოროსკოპით მშვილდოსანია. ამბობენ, რომ მშვილდოსანი საკმაოდ ძლიერი ჰოროსკოპის ნიშანია და ეს რამდენად წაადგება მელიას?
- მელიას უდავოდ ძლიერი ჰოროსკოპი აქვს, თუმცა, ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან მარტო ჰოროსკოპი არ უშველის. სხვათა შორის, სააკაშვილსაც საკმაოდ ძლიერი ჰოროსკოპი აქვს, მაგრამ, როდესაც რეპუტაცია შელახული აქვს, ნგრევის გარეშე არაფერს აკეთებს და ეს არის მისი სახე, იქ ძალიან რთულია დადებითი ჰოროსკოპის რეალიზაცია. ამიტომ, მელიას გაცილებით ნაკლები ჰყავს მხარდამჭერი, ვიდრე კალაძეს. თორემ, ჰოროსკოპი სუსტი ნამდვილად არ აქვს. თუმცა, კალაძეს ვერ გაუტოლდება, მით უმეტეს 2022 წელს, რადგან ამ წელს კალაძეს ვარსკვლავური წელიწადი ექნება.
ბატონო მიხეილ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო თქვენ განაცხადეთ, სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ასევე ჰოროსკოპით თევზებია, რომ მდედრი თევზი გაიმარჯვებსო. ახლა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამრი თევზი მოიგებს?
- კი, აუილებლად, მამრი თევზი მოიგებს და ეს იქნება კალაძე. მართალია, სირთულეები ექნება, გამორიცხული არ არის, რომ მეორე ტურიც ვიხილოთ და ამაში დამნაშავე იქნება პოპულისტური პოლიტიკა გახარიასი, რომელიც ახლა არაფუნქციურად გამოვიდა. თუმცა, სირთულეებით, მაგრამ კალაძე მაინც მოიგებს.