იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებაში ყოფნისას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებაში ყოფნისას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს

სასულიერო პირებზე თავდასხმები წლებია მიმდინარეობს. ეს კომუნისტების დროსაც იყო, მერეც იყო და ახლაც არის, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

„ალბათ თავდასხმები სასულიერო პირებზე კიდევ იქნება, რადგან ქრისტიანობის ისტორია თავად არის ცილისწამება ქრისტიანებზე და მოძღვრებზე, მაგრამ კონკრეტულად რას აბრალებენ, ამის დოკუმენტი კი არაა წარმოდგენილი, ამაზე ლაპარაკია. ეს კი ჭორის დონეზე და ფეიკების დონეზე არასერიოზულია. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ თავი წარმოაჩინონ ფხიზელ ადამიანებად, რომელთაც ყველაფერი იციან და ისინი არიან მართლები და ყველა დანარჩენი, ხელისუფლება იქნება თუ ეკლესია ცდება. ესაა მცდელობა ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

იოანე გამრეკელი მიიჩნევს, რომ ეს ტალღა ცოტა ხანში ჩაივლის და არაა ყურადსაღები. „ალბათ მორიგ თემას გამონახავენ, რომ კიდე შეუტიონ. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ ქულები დააგროვონ ხალხში. სჯობს გაიხსენონ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი რას აკეთებდნენ. არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს. ეს იყო დანაშაული და დასჯადი, მაგრამ არავის არ დაუსჯია ისინი სამწუხაროდ. ახლა თვითონ ითხოვენ იმის დასჯას რაც არაა განცხადებული“, - აღნიშნა იოანე გამრეკელმა.