თბილისში 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე თავდასხმის ფაქტს რუსული მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები ეხმაურებიან. ადგილობრივების თქმით, ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებიც არაადამიანური პრინციპებით გამოირჩევიან, მათი ქვეყნის მთავრობაში ძალზედ გავლენიან პირებთან აქვთ ახლო ურთიერთობა. მათი დახმარებით არაერთი საქმე გვარდება და შესაბამისად, ყველა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაშიც გავლენებიც აქვთ...
adaily.com-ის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილის მკვლელობა, რომლის მოტივიც, სავარაუდოდ, შურისძიება იყო, დიდი ალბათობით, რუსეთიდან იყო დაკვეთილი და დიდი ხნის წინანდელი დაპირისპირების გაგრძელება იყო.
"ჯერჯერობით ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, მაგრამ 22 წლის ბიჭს ადგილობრივი მედია და მეგობრები ძალზე პერსპექტიულ, დიდი მომავლის მქონე ადამიანს უწოდებდნენ. ის ქართულ ინტერნეტ მედია-სივრცეში ონლაინ-მედია Feedc-ის დამფუძნებელი იყო, რომელიც რამდენიმე სატელევიზიო და შემეცნებით არხს აერთიანებდა და 250 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა... ეს კი იმან ნიშნავს, რომ მამისგან განსხვავებით, შვილს სრულიად სხვა გზა ჰქონდა არჩეული და იმ სამყაროსთან არავითარი გადაკვეთა არ ჰქონდა..." - წერს გამოცემა.
rureporter.com-ის ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდასა და დამნაშავეს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა კვარაცხელია მოძალადისგან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ბოროტმოქმედმა ესროლა.
"თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ უდანაშაულო ბიჭს ქილერმა ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქილერი მას სადარბაზოსთან ელოდა. მისთვის ცნობილი იყო ბიჭის მისამართი, მარშრუტიც და გრაფიკიც. შესაბამისად, მას სწორედ იმ დროს დაუდარაჯდა, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა... გამოძიებასაც ჯეჯერობით სიახლე არ აქვს..." - წერს რუსული ინტერნეტგამოცემა.
"დააკავეს თუ არა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებელი დამნაშავე?" - ასე ეხმაურება ekhokavkaza.com ქართველი ახალგაზრდას ჩაცხრილვის ფაქტს.
“ნიკო კვარაცხელიამ განათლება უცხოეთში მიიღო, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის აიტი ტექნოლოგიებში ძალზე წარმატებული და პერსპექტიული სპეციალისტი იყო და "0 წლამდე წარმატებული ბიზნესმენების სიაში შედიოდა..." - წერს ინტერნეტგამოცემა.
მომხდარს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხარებლები:
"ცივსისხლიანი, შეკვეთილი მკვლელობები "ქურდულ სამყაროში" არავის უკვირს, თუმცა შურისძიების ასეთი ფორმა, ალბათ ყველანაირ აგრესიასა და სისასტიკეს სცდება... თითქოს ხომ სამართლიანობის და შეურიგებლობის მაგალითებად მოაქვთ თავი, ამ დროს კი, იმიტომ, რომ მამის გავლენებს ვერ მოერივნენ, 22 წლის სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოკლეს. საქართველოსთვის ეს ტრაგედიაა, რადგან წლებია ამ ქვეყნის გავლენიანი კრიმინალები რუსეთს აფარებენ თავს. აქ სასათბურე პირობები აქვთ. პირადი კონტაქტები ხომ ყველგან აქვთ. ხელი ყველასა და ყველაფერზე მიუწდებათ. თავიანთი ინტნერნეტგამოცემაც კი აქვთ, სიახლეების ზოლით, სადაც ამა თუ იმ კრიმინალის "დამსახურებებზე" დეტალურად წერენ. მოკლედ, ქურდული ავტონომია აქვთ..." - წერს ოლგა სემინიოვა.
"ქართველი ქურდების სისასტიკეზე საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ, არავის უკვირს, რუსეთიდან საქართველოში დაკვეთილი მკვლელობა. თუმცა, მისი შინაარსია ისეთი სასტიკი, რომ თვით დაუნდობელი ქურდების მორალსაც კი სცდება... ბიჭი, რომელიც საქვეყნო პროექტებს აკთებდა, მამის და მისი თანამოაზრეების ბინძურ საქმეებთან რა კავშირში იყო?!" - მიაჩნია ინტერნეტნომხმარებელს ფსევდონიმით "კავკაზსკიი ბოის".
"მარტო ასეთი სასტიკი და ცხოველურად სადისტური დამოკიდებულების გამო არის ეს წრე ამოსაკვეთი, მაგრამ სანამ ჩვენს ქვეყანაში პუტინი და მისი კლანია, კვარაცხელები, კაკულიები, ჯაფარიძეები, "ძედ ჰასანოვები" და კალაშოვები თავიანთი დაწერილი კანონებით გვაცხვრებენ და ასე პერიოდულად უსწრაფებენ სიცოცხლეს უდანაშაულო ადამიანებს. უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც თურმე "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, ყველას დასასრულიც ეგ ყოფილა, მაგრამ ბიჭზე წავიკითხე და დამენანა..." - წერს ირინა კუდინოვა.