თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატებიდან გიორგი გახარია არის პირველი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოებას ბევრი კითხვა ეჭვი გასჩენოდა ნარკოდამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჯერ თავად განაცხადა ეთერში, რომ ჩააბარებდა ნარკოტესტს. შემდგომ ეს ვადა გადაწია, შემდგომ თქვა, რომ არ ენდობოდა ბიუროს. შემდგომ წავიდა უცხოეთში და ა.შ. თუ თავიდან არ ენდობოდა ბიუროს, განაცხადა თანხმობა და მაშინ თავიდანვე იტყოდა, რომ არ ვენდობი ბიუროს და წავალ და უცხოეთში ჩავაბარებ ტესტს. ახლა კი შეიქმნა ვითარება, რომ გიორგი გახარიას ნარკოტესტის პასუხი საზოგადოებას უკვე აღარ აინტერესებს. მან უმარტივესი საკითხი, რომ წასულიყო და ტესტი ჩაებარებინა, იმ დონეზე გაართულა, რომ დღეს არავის აღარ სჯერა იმ პასუხის, არც მან გამოაქვეყნა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება კოკაინს, მაჭარაშვილის თქმით, აქაც გიორგი გახარიამ ყველას დაასწრო, თავად დაასახელა ეს ნარკოტიკი და აქედან გამომდინარე გააჩინა ეჭვი, რომ სავარაუდოდ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ნარკოტიკის მომხმარებელი.
გიორგი გახარიას განცხადებით, ავსტრიულ Rudolfinerhaus-ის კლინიკაში ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.