ზაზა შათირიშვილი:  ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და იდენტობა, დანარჩენი კი, როგორც მთავარ საღმრთო წიგნში, ბიბლიაში წერია - ყველაფერი ღვთის ნებაა

ზაზა შათირიშვილი:  ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და იდენტობა, დანარჩენი კი, როგორც მთავარ საღმრთო წიგნში, ბიბლიაში წერია - ყველაფერი ღვთის ნებაა

პარალელურად, სწორედ კორპორაციული მმართველობის, ანუ მათი ჰეგემონიის ოფიციალურ ლეგალიზების დაკანონებისთვის აღრმავებენ ლგბტ პროპაგანდას, რომელიც არ შეუწყვეტიათ, -ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში. 

შათირიშვილი აცხადებს, რომ  დიფ სტეიტს არც აშშ-ში და არც ევროპაში არ შეუწყვეტია ლგბტ პროპაგანდა, პირიქით აძლიერებს მას და ამის საუკეთესო მაგალითი საქართველოა.

„ყველგან, მათ შორის აშშ-შიც, ყველაფერს უკან აბრუნებენ - რეალურად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა გაითამაშეს, რადგან სისტემის რებრენდინგი სჭირდებოდათ და ასევე, სურდათ დიფ სტეიტის თემის მიჩქმალვა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი გახდა. დიფ სტეიტს, არც აშშ-ში და არც ევროპაში, არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს, პირიქით, აძლიერებს ლგბტ პროპაგანდას - ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელსაც უსირცხვილოდ მოსთხოვა ევრობიუროკრატიამ, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რათა ლგბტ პროპაგანდა უკან დაბრუნდეს. კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით ამოქმედდება ისეთი ექსპერიმენტები, როგორიც იყო ბილ გეითსის მიერ აფრიკაში წარმოებული ვაქცინაცია, რამაც საბოლოოდ შობადობა ნულამდე დაიყვანა. კიდევ უფრო მძლავრად და დაუნდობლად ეცდებიან გაანადგურონ ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა და სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა.

მაგრამ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და იდენტობა, დანარჩენი კი, როგორც მთავარ საღმრთო წიგნში, ბიბლიაში წერია - ყველაფერი ღვთის ნებაა!“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.