ანდრია გვიდიანი: თუ რამე აკავშირებს ნარკოტიკების მოხმარებასთან, მისი საქმეა, უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც მაგალითად, იაგო ხვიჩიამ გააკეთა

ანდრია გვიდიანი: თუ რამე აკავშირებს ნარკოტიკების მოხმარებასთან, მისი საქმეა, უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც მაგალითად, იაგო ხვიჩიამ გააკეთა

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს:

“უხერხული სანახავია, როცა ყოფილი პრემიერი აფორიაქებული ცდილობს დაამტკიცოს, რომ არანაირი შეხება არ აქვს ნარკოტიკებთან. 

საერთოდ არ მესმის რა საჭიროა ეს მასკარადი. მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ თუ რამე  აკავშირებს ნარკოტიკების  მოხმარებასთან - ეს მისი საქმეა. უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც, მაგალითად იაგო ხვიჩიამ გააკეთა. მისი  ელექტორატი ხმას მაინც მისცემს. დარწმუნებული ვარ თუნდაც კოკაინის მოხმარება ვერ გადააფიქრებინებს მის ამომრჩეველს ხმის მიცემას. 

ახლა რაც შეეხება ქრონოლოგიას

კახი კალაძემ უწყინარი კამპანია წამოიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით;

არავის ჰქონდა ნათქვამი, რომ გიორგი გახარიას რამე კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ნარკოტიკებთან;

ამ დროს თავად გამოვიდა და ახსენა კოკაინი - აქ აშკარად ქვეცნობიერმა უღალატა;

შემდეგ მაქსიმალურად გააჭიანურა ტესტირების ვადები, რამაც საზოგადოებაში დამატებითი კითხვები გააჩინა;

შემდეგ წავიდა და ამ გაუგებრობის ფონზე, ექსპერტიზა  ისეთ ორგანიზაციაში დანიშნა, რომელიც არ არის ექსპერტიზის ბიუროების ევროპული ქსელის (ENFSI) წევრი;

მერე იყო და ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგს ჩაატარებინა;

გაუგებარია ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ევროპაში მაღალი რეპუტაციის ექსპერტიზის ბიურო რატომ ვერ იპოვა, აქ კითხვები კიდევ უფრო გაღრამავდა;

ყოფილ პრემიერ მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობის და ავტორიტეტის შერყევა - არ შეიძლება. მან უნდობლობა გამოუცხადა ქართულ ქართულ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რითიც დააზიანა ამ ორგანიზაციის რეპუტაცია;

ყოფილ პრემიერ მინისტრს, განსაკუთრებით ყოფილ შს მინისტრს, ასევე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  მთლიანი საგამოძიებო და სამართალდამცავი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. შესაბამისად, გაუგებარი ინტრიგების გამო, ასეთი ორგანიზაციის სანდოობის და ავტორიტეტის შელახვა - კატეგორიულად მიუღებელია. 

P.S. - როცა მართალი ხარ ასეთ შეცდომებს არ უშვებ. ასე რომ, ახლა რა დასკვნაც არ უნდა დაიდოს, სულ რომ თქვან,  კოკაინი გაუყნოსავს კი არა, სიგარეტიც არ მოუწევიაო, ყველაფერი მაინც გასაგებია”.