"ლივერპულს" "დორტმუნდიდან" ჯუდ ბელინგემის დამატება უნდა

ინგლისური "ლივერპული" "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი ნახევარმცველის - ჯუდ ბელინგემის შეძენით ინტერესდება. როგორც The Sun იუწყება, "წითლების" ხელმძღვანელობას ნახევარმცველის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში უნდათ.

წყარო ფინანსურ დეტალებს არ ავრცელებს და ამ საკითხთან დაკავშირებით არც გერმანული კლუბის პოზიციაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ბელინგემის ამჟამინდელი კონტრაქტი "დორტმუნდთან" 2025 წლის ზაფხულში იწყრება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ინგლისელი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 7 მატჩი, 5 საგოლე გადაცემა და 2 გოლია.