მართლა პრობლემები გქონია შენ, „ჯიმა“, რა გინდოდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეპუტაციული პრობლემაა და სერიოზულ სკანდალებშია გახვეული - ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას

მართლა პრობლემები გქონია შენ, „ჯიმა“, რა გინდოდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეპუტაციული პრობლემაა და სერიოზულ სკანდალებშია გახვეული - ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას

„ამხელა კაცი, როგორ დაპატარავდი ატყობ ბატონო გახარია?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექსპრემიერის გიორგი გახარიას ნარკოლოგიური ტესტის პასუხს, რომელიც მან ავსტრიაში ჩაიტარა.

„მართლა პრობლემები გქონია შენ, „ჯიმა“... აბა სხვა რა ითქმება შენ საქციელზე? ჯერ ერთი, რა გინდოდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეპუტაციული პრობლემაა და სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და მეორე - ნევროპათოლოგთან მიხვედი ნარკო-ტესტთან დაკავშირებით? ამხელა კაცი, როგორ დაპატარავდი ატყობ ბატონო გახარია? კაცი თუ მაგ დონეზე დაეშვებოდი და ევროპაში „ბანკებით“ ირბენდი, არ მეგონა... მართლა სირცხვილია ბიჭოოო... რამხელა აჟიოტაჟი მოაწყვე ამ ერთ ნარკოტესტზე?“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.