მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი კატალონიის "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის გადასვლა იყო. ფრანგებმა არგენტინელი სუპერვარსკვლავი სრულიად უფასოდ დაიმატეს, რადგან მას "ბარსასთან" კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებმა მისი განახლება ვერ შეძლეს.
ცხადია, ეს ტრანსფერი წარმოუდგენელი იქნებოდა მოთამაშეს შთამბეჭდავი ფინანსური მხარეების გარეშე. თუმცა, როგორც გაირკვა, ჯერჯერობით პსჟ-ში მესი ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელი არ არის. ყოველ შემთხვევაში - კლუბთან კონტრაქტის პირველ წელს ხელმძღვანელობამ ეს ვერ გაბედა.
ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელის ხელფასი ამ სეზონში 30 მილიონი ევრო იქნება, რაც შეესაბამება ბრაზილიელი ნეიმარის ანაზღაურებას. მაგრამ მომდევნო სეზონიდან მას ამ მხრივ კონკურენტი ვერ ეყოლება. აღსანიშნავა ისიც, რომ კილიან მბაპე "მხოლოდ" 12 მილიონ ევროს იღებს.
კონტრაქტის პირობების თანახმად, მომდევნო სეზონიდან მესის ხელფასი კიდევ 10 მილიონი ევროთი გაიზრდება და 40 მილიონი ევრო ექნება, რაც მას საშუალებას მისცემს პსჟ-ში სამი წლის განმავლობაში სულ 110 მილიონი ევრო გამოიმუშაოს.