ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ Instagram-ზე მისი ქალიშვილი კელი ნასიმენტუ წერს.
მანამდე 80 წლის პელე, რომელსაც 6 სექტემბერს სან-პაულუს ერთ-ერთი კლინიკაში მსხვილ ნაწლავზე სიმსივნის გამო ოპერაცია გაუკეთდა, სუნთქვის უკმარისობით პალატიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი შვილის განცხადებით, ახლა 80 წლის ექსფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია და ის ნახევრად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. მისი ასაკის ადამიანისთვის ნორმალურია, რომ მსგავსი ოპერაციის შემდეგ ხანდახან ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება“, - წერს კელი ნასიმენტუ.