ამირან გამყრელიძე:  ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ

ამირან გამყრელიძე: ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 2000 შემთხვევა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ. პირბადე ყველაზე კარგად იცავს. გვაქვს ძალიან დაბალი მაჩვენებელი 47% პირბადის ტარების, 95% ზე, თუ ავიყვანეთ მხოლოდ ამით დეკმებრამდე 250-მდე ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ვიყოთ სოლიდარულები და ვატაროთ პირბადე,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.