„ქარდავას ამ მიწაზე კი არ უნდა აკოცნინო - მისი თითოეული მსხვერპლის საფლავიდან უნდა შეუგროვო და აჭამო“

„ქარდავას ამ მიწაზე კი არ უნდა აკოცნინო - მისი თითოეული მსხვერპლის საფლავიდან უნდა შეუგროვო და აჭამო“

მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოათავსეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, უკრაინიდან ექსტრადიცია 8 წლის შემდეგ განხორციელდა. სპეციალური რეისი თბილისი-კიევი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშვე იმყოფებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:00 დაეშვა. ბორკილებ დადებულმა ქარდავამ ერთგვარი პერფორმანსი დადგა, ქართული მიწას ვერა, მაგრამ ასფალტს ნამდვილად ემთხვია. პროკურატურამ ქარდავას თვითმფრინავის ბორტთან ბრალდება გააცნო და ამის შემდეგ რუსთავში, სამარტოო საკანაში შეასახლა.

ქართული ციხე და განსაკუთრებით მე-12 დაწესებულება ქარდავასთვის ნაცნობია. ეს სწორედ ის ციხეა, სადაც ქარდავა პატიმრებს უმოწყალოდ სცემდა და შემდეგ კი აწამებდა. ქარდავას სასჯელაღსრულების სისტემაში მისი თანაგუნდელები, მეგობრები და მათ შორის მისი ძმა, ლევან ქარდავა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ხვდება, მათ შორის არიან ის პატიმრები, რომლებმაც ქარდავას სისატიკე საკუთარ თავზე იწვნიეს.

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპრტითაც. ძებნილი ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. 4-წლიანი პროცედურების შემდეგ ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი მაღალჩინოსანი საქართველოს გადმოეცა.

მეგის ქარდავამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას ქარდავა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს მეგის ქარდავას მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ბრალდებული. 5 საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ქარდავას საბრალდებო დასკვნა კი ასე გამოიყურება:

საქმე N1: 2006 წლის 12 იანვარს თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კუდ-ის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

საქმე N2: ქარდავა ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე. კერძოდ, 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

საქმე N3: ქარდავას მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. კერძოდ, 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქარდავა სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას.

ამასთან, ქარდავამ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, თეთრაძე ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

საქმე N4: მეგის ქარდავა ბრალდებულია ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

საქმე N5: 2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მეგის ქარდავამ რომელსაც იმ დროს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე შსს-ს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. დაკავებულებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილების შესახებ აღიარების მისაღებად, ქარდავა მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლება აღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

საქმე N6: თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას ეხება. ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს,შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი.

კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა. ქარდავა დაკავებულ არქანიას ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა.

საქმე N7: 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და კუდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

საქმე N8: 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მეგის ქარდავამ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს, ბელა როგავას სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

საქმე N9: 2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი. კერძოდ, საქმე ეხება ჯგუფურად, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეს. ბრალდება კი, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე N10: მეგის ქარავამ ბრალდებულია 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში.

საქმე N11: ქარდავა ასევე მსჯავრდებულია პატიმართა წამებისა და არადამიანური მოპყრობის საქმეზე.

ამ ჩამონათვალის მიუხედავად, მეგის ქარდავას ინტერესების დამცველი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. მალხაზ ველიჯანაშვილი პატიმარს ორშაბათს შეხვდება. ადვოკატი ამბობს, რომ მეგის ქარდავა თავს ყველა საქმეზე უდანაშაულოდ ცნობს და აპირებს, რომ 5 საქმეზე, რომელზეც მას უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

„მოულოდნელი იყო. გაეროს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასევე უამრავი დარღვევები იყო, პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობდა და იმედს ვიტოვებდი, რომ ობიექტურად მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს არაობიექტურ გადაწვეტილებას და იმას, რომ რაღაც გარიგება იყო“, - აღნიშნა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მე-12 დაწესებულებაში შესახლებული მეგის ქარდავა მისმა გუნდა უარყო. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ქარდავას არ იცნობს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ორჯერ ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ქარდავას საქართველოში ექსტრადირებაზე დუმილის პოზიციას ინარჩუნებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, კიევიდან, საქართველოში არა უბრალო ძებნილის, არა №1 ჯალათის - არამედ სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათის, მისგან ქვეყნის „უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის“ გამო, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორგზის ორდენოსანის - მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა.

„ამ დღეს ელოდებოდა ნაცსექტაც, წინასწარ ამზადებდა სიუჟეტებს, ამუშავებდა ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობას, მეგის ქარდავასთვის „პოლიტიკური პატიმრის“ მანტიის შეკერვის მიზნით. ამ დღეს ველოდებოდით ჩვენც, ამიტომაც მეც მსურს „ბრალდების მოწმედ“ ნაცსექტის ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ლომჯარიას ყოფილი კოლეგა, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში შემოგთავაზოთ. თავის დროზე, მანაც ვერ შეძლო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში მის შესახებ შემზარავი ფაქტების დამალვა.

აი, რას წერდა მეგის ქარდავაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ 2008 წელს: „კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია 2008 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის 17 აგვისტოს – ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, პირველი იაფფასიანი პერფორმანსი მეგის ქარდავას მაინც ჩაატარებინეს თბილისის აეროპორტში. ჯერ კიდევ დილით, პლანეტის ნახევარი ჩართო, რომ ოღონდ საქართველოში არ ჩასულიყო.

„იხვეწებოდა, ოღონდ ქართველებთან საკანში არ მომათავსოთო. აეროპორტის საფრენ ბილიკს ეცა მუხლმოდრეკით და იმ მიწას დაუწყო კოცნა, რომელიც მას მთელი არსებით სძულს. მას ამ მიწაზე კი არ უნდა აკოცნინო - უნდა აჭამო. მისი თითოეული მსხვერპლის საფლავიდან უნდა შეუგროვო და აჭამო. ამ მიწის სრულ რაოდენობას თვითონ შეჭამს, თუ „თანატრაპეზარების“ წრეს თავად განუსაზღვარს საკუთარ თავს - მისი გადასაწყვეტია. მისი ცნობილი ფრაზა - „თვითშემოქმედებით კი არ ვიყავი დაკავებული“ - გვახსოვს. მან კი მისი ბელადის სიტყვებიც დაიმახსოვროს კარგად, რომელმაც პილატისეულად მასზე ხელები უკვე დაიბანა: „ვინც ძალადობდა - ყველა უნდა დაისაჯოს, მით უმეტეს ის, ვისაც მე არც კი ვიცნობდი“.

მოგეხსენებათ, რომ 2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ნარაზენის ტყეში აღმოჩენილი იქნა 8 პოლიეთილენის კასრი, რომელიც ინახავდა წინა რეჟიმის გაუკუღმართებული, სადისტური და ადამიანის უფლებების დაცვის სტრასბურგის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევის ამსახველ ვიდემასალას. თავის დროზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე - მომიწია ამ ჩანაწერების ნაწილის ნახვა.

ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ („აქათამებდნენ“). დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

მეგის ქარდავა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სახე იყო, ამის შესახებ საუბარობს ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ნანა კაკაბაძე, რომელიც იხსენებს როგორ ლობირებდა მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიას. როგორც კაკაბაძე ამბობს, ოპოზიციაში მყოფმა სააკაშვილმა სთხოვა დახმარებოდა როლანდ ახალაიას.

„წამებები ციხეებში ყოველთვის იყო და ეს პრობლემა კომუნისტების პერიოდიდან არსებობდა. მე, თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც ვიჯექი ციხეში და ვიცი 80-იან წლებში რა პირობები იყო ციხეებში და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ იმ ახალი მეთოდებით პატიმრების წამება, ღირსების შემლახავი მოპყობა და ადამიანების დამცირება, რაც მეგის ქარდავამ და ახალაიებმა დანერგეს, ასეთი რამ 20-30-იანი წლების ბოლშევიკების შემდეგ არ ყოფილა საქართველოს ციხეში.

ასეთი სისასტიკეები, რაც საქართველოს ციხეში ხდებოდა, რუსეთის ციხეშიც არ გამიგონია. პატიმრებს შარვლას ხდიდნენ, თან ცალი ფეხი კედელზე უნდა ჰქონოდათ მიბჯენილი და მეორე ფეხი დაბლა... გადმოცემა უხერხულია. არადამიანური ფორმებით ამცირებდნენ პატიმრებს, ისე სცემდნენ, რომ ძვლების მსხვრევის ხმა ესმოდათ და ამას თვითონ პატიმრები ყვებიან.

ცემა და წამება საათობით გრძელდებოდა, პატიმრები სიმწრისგან ღმუოდნენ. როგორც ერთ-ერთმა პატიმარმა მითხრა, უმძიმესი მოსასმენია კაცის ღმუილი და ტირილიო. სპეციალურად ჰქონდათ პატარა დუბინკები, რომელსაც პატიმრების გასაუპატიურებლად იყებდნენ. დუბინკაზე წამოცმული იყო პრეზერვატივი და ასე აუპატიურებდნენ პატიმრებს... ამ ყვლაფრისგან გული ერეოდათ და მერე აიძულებდნენ, რომ თავისი ამონაღები ეჭამათ.

აი, ამის ავტორი იყო სააკაშვილის მიერ ორგზის ღისრსების ორდენით დაჯილდოვებული მეგის ქარდავა. თვითონ სააკაშვილი არის უზნეო ადამიანი. დღეს არ აწყობს და ამბობს, რომ არ იცნობს ქარდავას და ახალაიას, მაგრამ მაშინ ხომ იცნობდა ამ ჯალათებს, როდესაც მოხსენებას უკეთებდნენ როგორ აწამებდნენ პატიმრებს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

Katana . მისმა ადვოკატმა რომ განაცხადა და ნაცმხარდამჭერმა მედიამ რომ მოჰფინა ქვეყანას - გაერომ დაბლოკა მეგის ქარდავას ექსტრადირებაო!.. - სად აგდია ახლა და რას ამბობს?
3 წლის უკან
Katana თეა თუთბერიძე: " - მე გიხდი მეგის ქარდავა მადლობას, როგორც ერთი ქართველი იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც შენ ჩემი ქვეყნისთვის გიკეთებია!“
3 წლის უკან
Katana . რა პირში წყალი ჩაიგუბა დასავლეთმა?!. თუნდაც, იგივე კელი დეგნანმა, ვიოლა ფონ კრამონმა, ჰარცლმა, კუბილიუსმა... არ არის დრო, უკვე ' პ ო ლ ი ტ პ ა ტ ი მ რ ა დ
და ივანიშვილის სასტიკის რეჟიმის მსხვერპლად იყოს გამოცხადებული მეგის ქარდავა?!
3 წლის უკან