სახალხო დამცველის მოადგილე „მთავარი არხის” ოპერატორის დაშავების ფაქტზე: შემაშფოთებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური

სახალხო დამცველის მოადგილე „მთავარი არხის” ოპერატორის დაშავების ფაქტზე: შემაშფოთებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური

შემაშფოთებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური, - ასე შეაფასა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ ქარელში, „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტი.

„იმ საღამოს, შეშფოთებული ვადევნებდი თვალს მედიაში განვითარებულ მოვლენებს. შემაშფოთებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური. მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს, არ ვიცი, რას შეიძლება შევადარო, რა სახელი შეიძლება დავარქვათ. ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვუფიქრე, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.