კალათბურთის ლეგენდარული მწვრთნელი, დუშან ივკოვიჩი გარდაიცვალა

კალათბურთის ლეგენდარული მწვრთნელი, დუშან ივკოვიჩი გარდაიცვალა

კალათბურთის ლეგენდარული სერბი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ივკოვიჩს გულის დაავადება აწუხებდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი ფილტვების დაავდება გახდა, რის გამოც ბელგრადის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღე გაატარა.

ივკოვიჩმა პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ერთად 1997 და 2012 წლებში ორჯერ მოიგო ევროლიგა, სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი იუგოსლავიის ნაკრებთან ერთად 1989, 1991 და 1995 წლებში, 1990 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე იუგოსლავიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა და მწვრთნელი მაშინაც ივკოვიჩი იყო.

დუშან ივკოვიჩმა სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს თურქულ "ანადოლუ ეფესში" დაასრულა.