გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ დაბრუნდა და გოლების გატანა ჩვეულ სტილში დაიწყო. ბელგიის თასზე „ლოკერენთან“ 20 წლის ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა!
გიორგიმ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, 54-ეზე დუბლი გაიფორმა, ხოლო 87-ე წუთზე მესამედ დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „სერენმა“ მიქაუტაძის გოლებით 3:0 მოიგო და ბელგიის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე „სერენს“ „მეციდან“ ერთწლიანი იჯარით დაუბრუნდა და ჯერ კიდევ გასულ უიქ-ენდზე ბელგიის იუპილერ ლიგაში „სტანდარდთან“ 45 წუთი საკმაოდ კარგად ჩაატარა. ახლა უკვე, გოლებიც გაიტანა და ფაქტია, რომ „სერენმა“ ქართველის დამატებით დიდი შევსება მიიღო.