იაია ტურემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

იაია ტურემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ორი კვირის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კოტ დივუარის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებდა.

აფრიკელ ფეხბურთელს ბრიტანულ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სამ თვეში უსრულდება. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებდნენ.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ და მუქკანიანმა მოთამაშემ ბოლოს და ბოლოს საერთო ენა გამონახეს. უახლოეს დღეებში იაია ტურე „სიტისთან“ ახალ ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ნახევარმცველი კვირაში 200 ათასს ფუნტ სტერლინგს მიიღებს. საერთო ჯამში აფრიკელი 45 მილიონი ფუნტი სტერლინგით გამდიდრდება.

მიმდინარე სეზონში   იაია ტურემ „მანჩესტერ სიტის“ მაისურით პრემიერლიგის 25 შეხვედრაში იასპარეზა და საკუთარ აქტივში ხუთი გოლი მიითვალა.