ალეგრი:

ალეგრი: "კარის მშრალად შენახვა ძალიან კარგი სიგნალი იყო"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტურინელებმა 2 მარტის მერე პირველად დაასრულეს მატჩი გოლგაუშვებლად. ალეგრი ფიქრობს, რომ კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის არის მღელვარება, გასვლით მატჩში ცუდი შედეგების შემდეგ ცხადია ზეწოლა ჩვეულებრივზე მეტი იყო. ბიჭებმა ტექნიკურად კარგად ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში გარკვეულ მომენტებში უკეთ თამაში და მისი გამოყენება შეგვეძლო. უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც გამარჯვებების, ისე დამარცხების დროს.

გოლი რომ გავუშვით კარგის ნიშანია, რაც 2 მარტის შემდეგ პირველად მოხდა. ბიჭებს პირველი ტაიმის მერე ვთხოვე, რომ კარი მშრალად შეენახათ, რადგან ეს ხელს უწყობს ნერვიულობის გაქრობას და დაშლას. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოუგებელი სერია, ძალიან გრძელი გახდებოდა (ალეგრის „იუვენტუსში“ ამ მატჩამდე ზედიზედ 8 თამაში არ ჰქონდა მოგებული - რედ)“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ მეორე ტურში 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.