რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
სარი „მილანთან“ მატჩის დასრულებისთანავე „როსონერის“ ფეხბურთელ ალექსის სელმაეკერსთან კამათის გამო გააძევეს და სადისციპლინო კომიტეტმა მას ორი მატჩით სათადარიგო სკამზე ყოფნა აუკრძალა.
შეგახსენებთ, „ლაციომ“ „მილანთან“ 0:2 წააგო. სარიმ „არწივები“ ზაფხულში ჩაიბარა და რომაელებმა სამ ტურში 6 ქულის მოპოვება მოახერხეს.