პელეს ქალიშვილი მამის ჯანმრთელობის შესახებ

პელეს ქალიშვილი მამის ჯანმრთელობის შესახებ

ლეგენდარული პელეს ქალიშვილმა, კელი ნასიმენტომ, ინსტაგრამში მამის ჯანმრთელობის შესახებ დაწერა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, 80 წლის გენიალურ ბრაზილიელს მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთეს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ჩვენთვის და გაგვამხნევა. ოპერაციის შემდეგ მამა თავს კარგად გრძნობს. ტკივილები აღარ აქვს. ეგ არის, ჯერჯერობით ჟელეს მეტს ვერაფერს ჭამს. რამდენიმე დღის შემდეგ მას ინტენსიური თერაპიის ოთახში გადაიყვანენ, შემდეგ კი შინ გაწერენ.

ის ძლიერი და ჯიუტია. თავი მედგრად უჭირავს. გარშემო კი ფანტასტიკური ექიმების გუნდი ახვევია. ყველაფერი კარგად იქნება.“ - წერს კელი.