იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მას მხოლოდ ტიტულებით სჯობნიან და ინდივიდუალური თვალსაზრისით არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება.
„ოქროს ბურთი“ თუ მაკლია? არა, პირიქითაა, მას ვაკლივარ. რონალდუსა და მესისთან შედარებით შინაგანი თვისებების თვალსაზრისით ნაკლები არაფერი აქვს. მეორეს მხრივ, ტიტულებზე თუ ვისაუბრებთ, დიახ, მე არ მომიგია ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ბევრ ფეხბურთელზე მეტი მაქვს გაკეთებული, ვისაც ეს ტურნირი მოგებული აქვს და არ ვიცი, ეს არის თუ არა გადამწყვეტი მისი მოგება „ოქროს ბურთისთვის“, ამით შეპყრობილი არ ვარ. როდესაც კოლექტივი მუშაობს, ინდივიდიც სარგებელს იღებს. ინდივიდი ვერ იქნება კარგი, თუ გუნდი არ არის კარგი. ყოველივე ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ.
არ ვფიქრობ, რომ მესისთან და რონალდუსთან შედარება აქტუალურია. ყველამ თავის თაობაში ითამაშა, სხვადასხვა თანაგუნდელებთან ერთად, შედარება რთულია. ვფიქრობ, ყველას თავისი ისტორია აქვს“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.