ბელგიის იუპილერ ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ლიეჟის „სტანდარდს“ დაუპირისპირდება და ქართველი ფეხბურთელის ხელმეორე დებიუტია მოსალოდნელი.
მიქაუტაძე „სერენს“ ფრანგული „მეციდან“ იჯარით დაუბრუნდა და გუნდს ახლახან, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შეუერთდა. ბელგიურ გუნდს ორი შემტევი ჰყავს დაშავებული (ლაჰსაინი და სანოგო), რის გამოც ვარაუდობენ, რომ ქართველი პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.
„შესანიშნავია, ახლა შეტევაში უფრო მეტი არჩევანი მაქვს“, - თქვა ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა.
„სერენისა“ და ლიეჟის „სტანდარდის“ შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება. „სერენს“ 6 ტურში 9 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო მიქუატაძემ გასულ სეზონში ამ გუნდის მაისურით 22 გოლის გატანა მოახერხა.