გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნჰენში ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა „ბაიერნმა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა. შეხვედრა იუპ ჰეინკესის შეგირდების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
მატჩის შემდეგ გამოცემა „Football Italia” „იუვენტუსის“ კარის დარაჯ ჯან ლუიჯი ბუფონს ესაუბრა. „სკუადრა აძურას“ მეკარის განცხადებით, ტურინულ გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგული არ აქვს.
„დღვანდელი თამაში მასპინძლების დიდი უპირატესობით წარიმართა. სიმართლე ითქვას და მათ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვება შეეძლოთ. მართალია ორი გოლი გავუშვი, მაგრამ არცერთ მათგანში ჩემი ბრალი არ იყო.
განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება. გარწმუნებთ, „იუვენტუსი“ ბოლომდე იბრძოლებს და მომდევნო სტადიაზე გასვლას შეეცდება. ვიცი რომ ჩემს ამ სიტყვებს ირონიით მიიღებთ, მაგრამ 9 აპრილს საფეხბურთო მსოფლიოს გაოცებას შევეცდებით.“ - განაცხადა ჯან ლუიჯი ბუფონმა.