მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და გამოჯანმრთელების იმედი ყოველდღე უმყარდება.
შეგახსენებთ, რომ 80 წლის პელეს მსხვილ ნაწლავზე მოკვეთეს სიმსივნე.
ასევე პელემ ბრაზილიელ მომღერალ რობერტო კარლოს ბრაგას მიუსამძიმრა, რომელსაც ოთხშაბათს კიბოთი შვილი გარდაეცვალა და ვისთანაც ახალგაზრდობაში თავადაც უმღერია.
„თავს კარგად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, მალე სრულად გამოვჯანმრთელდები. მაგრამ დღეს ჩემი სიტყვები, სიყვარული და ლოცვა დიდ მეგობარს, რობერტო კარლოსს მინდა გადავცე.“ - წერს პელე ინსტაგრამში.