წინა თვეს ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ ბარბარა სტრეიზანდს ლას-ვეგასის ერთ-ერთმა კაზინომ ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 30 მილიონი დოლარი შესთავაზა.
საინტერესოა, რომ სტრეიზანდმა ლას-ვეგასიდან ანალოგიური წინადადება ორი წლის წინაც მიიღო. მაშინ „სასაცილო გოგონას“ სამ წელიწადში 100 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.
ქალბატონმა ბარბარამ არ ისურვა გაჰყოლოდა ცნობილი კოლეგების, შერის, სელინ დიონისა და ბეტ მიდლერის კვალს, რომლებიც გასართობი თამაშების დედაქალაქში ყოველთვის სიამოვნებით გამოდიან.
70 წლის ბარბარა სტრეიზანდი ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნესათვის ემზადება, რომელიც მაისის მეორე ნახევარში დაიწყება და ნახევარ წელს გასტანს.