ცრემლები დაბერების პროცესს ანელებს

ცრემლები დაბერების პროცესს ანელებს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა სპეციალური გამოკვლევა ჩაატარეს და ერთი საინტერესო დასკვნა გააკეთეს.

აღმოჩნდა, რომ ათწუთიანი ტირილი მთელი თვის დაძაბულობას ხსნის.

ეს არა მარტო სუსტ სქესს, არამედ მამაკაცებსაც ეხებათ, რომელთაც ცრემლები ასე ესირცხვილებათ. და, რადგან მათ ტირილი დამამცირებლად მიაჩნიათ, სწორედ ამიტომ არიან ასეთი აგრესიულები.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალები ფიზიკურ ტკივილსაც ბევრად უფრო იოლად იტანენ. აქ მნიშვნელოვან როლს, სწორედ, საჭირო მომენტში ქალების ტირილის უნარი ასრულებს. ცრემლები ფიზიკურ ტკივილს ამსუბუქებს და სულიერი განცდების დროს ერთგვარი წამალიცაა.

ცრემლი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სახის კანზე დადებითად მოქმედებს.

ის ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებადაც ითვლება. თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ მტირალა ქალები შედარებით გვიან ბერდებიან და ასაკით თანატოლ მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებიან.