„ლივერპული“ მამარდაშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა

„ლივერპული“ მამარდაშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა

„ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, კარლოს სოლერმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს Fichajes.

24 წლის ფეხბურთელის შეძენით „ლივერპული“ დაინტერესებულა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მის გადაბირებას ეცდება. სოლერისთვის „ტოტენჰემსაც“ დაუდგამს თვალი.

წყაროს ინფორმაციით, „ვალენსიასთან“ კონტრაქტში სოლერს ერთი პუნქტი აქვს გაწერილი, რომლის მიხედვითაც, მისი შეძენის მსურველმა 145 მილიონი ევრო უდა გადაიხადოს.

შეაგხსენებთ, რომ სოლერი „ვალენსიას“ აღზრდილია.