იტალიის საფეხბურთო ნაკრები წაუგებელ სერიას აგრძელებს. ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გუშინ იტალიელი ფეხბურთელები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 0-0 დასრულდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონებისთვის ეს ზედიზედ 36-ე წაუგებელი მატჩი გახდა, რაც მსოფლიო რეკორდია.
მწვრთნელ რობერტო მანჩინის გუნდის დამარცხებას მეტოქეები უკვე 3 წელია ვერ ახერხებენ.