როგორც Sky Sport-ი იტყობინება, რიბერი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო წელიწადში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება.
რიბერის დამატება „ჰელას ვერონასაც“ სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში „სალერნიტანამ“ შეძლო მისთვის უკეთესი წინადადების შეთავაზება და ყველაფერი გადაწყდა.
რიბერი ბოლო ორი სეზონი ფლორენციის „ფიორენტინაში“ თამაშობდა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ფრანკს ასევე უთამაშია „ბაიერნში“, „მარსელსა“ და „გალათასარაიში“.
„სალერნიტანა“ სერია A-ში 22-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ საწყის ორ ტურში ქულა ვერ მოიპოვა და გასავარდ ზონაშ იმყოფება.