იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა გაავრცელა.
ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული არ არის, უახლოეს დღეებს თვითიზოლაციაში გაატარებს. ჟირუ დიდი ალბათობით, 11 სექტემბერს, რომის „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს, ხოლო მოედანს გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.