კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ისევ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
„წითელ ეშმაკებში“ 7 ნომერი ედინსონ კავანის ემოსა, მაგრამ ურუგვაელმა ახალ თანაგუნდელს დაუთმო ნომერი, თვითონ კი 21-ნომრიანი მაისურით გაირჯება, რომლითაც „მატადორი“ ურუგვაის ნაკრებში თამაშობს.
„არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ისევ 7 ნომრით ვითამაშებდი. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ედის ამ საოცარი ჟესტისთვის“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერში“ აგრეთვე 7 ნომრი ჯერ კიდევ 2003-2009 წლებში თამაშობდა და 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა. მან მაშინ სამჯერ მოიგო პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.