კოსოვოელებთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გუშინდელი უღიმღამო გარჯისა და მარცხისგან გამოწვეული გულისტკენის გასაქარვებლად, გადავწყვიტეთ ყველაზე ცნობილი და წარმატებული კოსოვოელი ლამაზმანი გაგაცნოთ, რომელიც თავის დროზე ფრენბურთსაც კარგად თამაშობდა, თუმცა ახლა სპორტისთვის უბრალოდ აღარ სცალია.
მელიტა შაბანის სახელი ევროპის და აშშ-ს სამოდელო სამყაროში ყველამ იცის, რადგან კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაზრდილი და დაფრთიანებული ეს მართლაც რომ ლამაზი ასული მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობს და აქედან გამომდინარე, ფერადყდიანი ჟურნალების გარეკანებსაც ხშირად ამშვენებს.
მელიტა შაბანის პროფესიული მოღვაწეობა მოდის ცენტრად აღიარებულ პარიზში დაიწყო. შემდეგ იყო მილანი, მადრიდი, ლოს ანჟელესი, ისევ პარიზი, ბერლინი... ამჟამად მელიტას ნავთსაყუდელი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონია, სადაც დადებული კონტრაქტის მიხედვით მინიმუმ კიდევ ორ წელს გაატარებს და მერე თავისი სტუმრობით ალბათ სხვა ქალაქს გაუხარებს გულს. ჰოდა, საქართველოს და კოსოვოს ნაკრებებზე ამაო საუბარს ამ გოგოს ცქერა არ ჯობია?...