დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ვარსკვლავური წყვილი უკვე დიდი ხანია რაც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მათი ვინაობა გაგონილი არ ჰქონდეს. მსოფლიო მას-მედიის საშუალებები და მისი წარმართველი ძალა, მამაცი პაპარაცები ყოველ დღე ამ პიროვნებების შესახებ ახალ-ახალი ამბებით გვანებივრებენ.
ამის მიუხედავად ამ წყვილის ბიოგრაფიაში არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლებიც გარკვეული საიდუმლოებით არის მოცული და ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ამ ერთგვარი ვაკუუმის შევსება გადაწყვიტეს. მათ დევიდისა და ვიქტორიას ცხოვრებიდან საზოგადოებისთვის შედარებით ათი უცნობი ფაქტი გამოაქვეყნეს.
1. ბექჰემების ოჯახი დღემდე ინახავს იმ პატარა ქაღალდის ნაგლეჯს, რომელზეც დევიდმა ვიქტორიას მობილური ტელეფონი ჩაიწერა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც მომავალი შეყვარებულები ერთმანეთს “ მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ შეხვდნენ. სახლში დაბრუნებულმა მოთამაშემ ეს ნომერი კიდევ ექვს სხვა ფურცელზე გადაწერა, რითაც ორიგინალის დაკარგვის შემთხვევაში თავი დაიზღვია.
2. ვიქტორია კანის გამო დიდი ხნის განმავლობასი იტანჯებოდა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ექს-“სფაის გერლზი” ლამაზი ქალბატონია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ვიქტორიას დღესაც კანის დაავადება სჭირს. ეს უკანასკნელი სახლიდან არასოდეს გამოდის მაკიაჟის გარეშე. დღესაც მონდომებით უვლის სახის კანს, მაგრამ ეს წყეული მუწუკები თავს მაინც არ ანებებენ.
3. დევიდს ბავშვობაში ერთი ხანი მოკრივეობა სურდა, რადგან ძლიერი დარტყმით არის განთქმული. ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში ისეთი ძალით დაარტყა ბურთს ფეხი, რომ საყვარელ ბაბუას ძვირფასი სათვალე ჩაუმტვრია.
4. სახის კანის დაავადებასთან ერთად ვიქტორია ადამსი ნორჩი ასაკიდან საჭმლის მონელების პრობლემებით იტანჯებოდა. როდესაც წამოიზარდა და ამ უბედურებას ვერაფერი მოუხერხა, დამნაშავეც იპოვა ჯერი ჰოლიველის (“სფაის გერლზის” წევრი) სახით, რომელმაც ადამსის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და ამ უკანასკნელს ნორმალური საკვების ნაცვლად, გაყინული მუხუდოს მირთმევა ურჩია. ადამსმა ახლობელს დაუჯერა და მართალიაამ “ ექსპერიმენტის” შედეგად წონაში კიდევ ექვსი კილო დაიკლო, მაინც ვერ გამოჯანმრთელდა.
5. ვიქტორიას საკმაოდ გრძელი ენა აქვს და ამის გამო დევიდი ხშირად გამხდარა ერთგვარი გაქილიკების ობიექტი. მაგალითად ფეხბურთელს მეგობრები ერთხანს დიდი ხნის განმავლიბაში დასცინოდნენ. ამისი მიზეზი კი ადამსის ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ჩვეული გულახდილობით განაცხადა, რომ მის მეუღლეს ძალიან მოსწონს ქალის და კერძოდ ვიქტორიას ტრუსების ტარება.
6. ყველა ცნობილი პიროვნება გარკვეული უცნაურობებით ხასიათდება და გამონაკლისი არც დევიდ ბექჰემია. ის ერთგვარი მანიაკი და პარანოიკია: ყოველთვის ითხოვს, რომ როგორც სახლში, ასევე გუნდის გასახდელში მისი ყველა ნივთი ყოველთვის თავის ადგილზე იდოს. ამის გამო როგორც ინგლისის ნაკრებში, ასევე ამჟამად “მილანში” მას თანაგუნდელები ყოველთვის ამასხარავებენ.
7. ბექჰემების წყვილის ქორწილი თავის დროზე ფრიად რომ გაპიარებული აქცია გამოდგა. იმ სადღესასწაულო დღეებში თავი “გამოიჩინა” ვიქტორია ადამსის მშობელმა დედამ. ამისი მიზეზი კი ამ ქალბატონის ზღვარგადასული სიძუნწე აღმოჩნდა. იმ დღეებში ბრიტანეთში საქორწინო ცერემონიალების ორგანიზებით განთქმულმა მანდილოსანმა, ვინმე ლიზ ტეილორმა უარი განაცხადა ბექჰემების ქორწილის მოწყობაზე. ამ პიროვნების უარი კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ვიქტორიას დედამ ტეილორს თანხის დაკლება სთხოვა, სანაცვლოდ კი, მისი მომსახურებისა და საქმიანობის უფასო რეკლამა შესთავაზა.
8. ვიქტორიასა და დევიდს ძალიან უყვართ თანამედროვე საესტრადო მუსიკა, ამიტომ სხვადასხვა კონცერტების ხშირი სტუმრები არიან. ერთხელ მათ ლონდონში დიდი იმედგაცრუება ელოდათ. ვარსკვლავური წყვილი რეპმენ ემინემის კონცერტს დაესწრო. ამ ღონისძიების დაწყებიდან ნახევარი საათიც კი არ იყო გასული, რომ წყვილმა დარბაზი განრისხებულმა დატოვა. თურმე ემინემი სცენაზე ელექტროხერხით დარბოდა, თან სამმეტრიანი ხელოვნური ფალოსით სექსის იმიტაციას აკეთებდა და ბოლოს ელექტროსკამსაც მოაჯდა. ფეხბურთელი და მისი მეუღლე შოკირებულები აღმოჩნდნენ. ისინი აღშფოთდნენ, რომ მათ შვილებს ისეთ მსოფლიოში მოუწევდათ არსებობა, სადაც ემინემი და მისნაირები ყველასათვის სამაგალითო ვარსკვლავებად ითვლებიან.
9. რამდენიმე წლის წინ ვიქტორია აშშ-ში მიფრინავდა და ლონდონის აეროპორტში უბედურება შეემთხვა. დამლაგებელმა მისი სამი ჩემოდანი მოიპარა. განრისხებულმა დიაცმა ავიაკომპანიას უჩივლა და კომპენსაციის მიზნით პირველი კლასის სამ ადგილზე სამუდამო ვაუჩერი მოითხოვა. მისდა სამწუხაროდ საწადელს ბოლომდე ვერ მიაღწია, რადგან “ ბრიტიშ ეირვეიზმა” მას კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი შესთავაზა.
10. უკანასკნელი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბექჰემემის ოჯახს კიდევ ერთი “კურიოზი” შეემთხვა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გაეუქმებინათ ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებით დაგეგმილი საჰაერო აღლუმი. ეს თურმე ერთგვარი საქველმოქმედო აქცია ყოფილა, რომელიც ბექჰემების სახლის ახლოს უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება ჩაიშალა, ამისი მიზეზი კი არმიის ვეტერანები ყოფილან, რომლებმაც არ მოისურვეს ბექჰემებთან ერთად ფრენა.