ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო სასამართლოში დაიბარეს. რასაკვირველია მის ციხეში გაშვებას არავინ აპირებს. პაჩინო მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხება.
რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა, რომ ალ პაჩინოს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე დიდი დავალიანება დაუგროვდა.
თურმე 2009 წელს 182 ათასი, 2010 წელს 22 ათასი და 2011 წელს 45 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.
თავად ალ პაჩინოს განცხადებით, მას სახელმწიფოს მოტყუება აზრადაც არ მოსვლია. შესაბამისმა უწყებებმა სათანადო გამოძიება უკვე ჩაატარეს და დამნაშავესაც მალე მიაგნეს. ის მსახიობის ბიზნეს-მენეჯერი კენეტ სტარი აღმოჩნდა.
მისტერ კენეტის სახელი ჰოლივუდში კარგადაა ცნობილი. ამ ადამიანმა რამდენიმე წლის წინ მსახიობი უმა თურმანი გააბითურა, ამჟამად კი ვალების ორმოში ალ პაჩინო ჩააგდო.
კენეტ სტარი აშშ-ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და წინასწარი დაკავების საკანშიც მოათავსეს. სასამართლო უახლოეს მომავალში ჩატარდება და თაღლითსაც ალბათ დამსახურებელ სასჯელს გამოუწერენ.
რაც შეეხება მოტყუებულ ალ პაჩინოს. ის მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოთ მოყვანილი თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს და ყველა ფინანსური პრობლემა დროულად მოაწესრიგოს.