იარემჩუკი: „ეს კატასტროფაა“

იარემჩუკი: „ეს კატასტროფაა“

„ბენფიკასა“ და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა, რომან იარემჩუკმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ყაზახეთთან ნათამაშევ ფრეს (2:2) კატასტროფა უწოდა.

„ამჯერად უპირველესი შედეგი იყო, მაგრამ ჩვენ ქულები დავკარგეთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აუცილებლად გვჭირდებოდა 3 ქულა. ვერ მოვიპოვეთ, ამიტომ ანგარიში კატასტროფულია.

ახლა არ მინდა ხმამაღალი სიტყვების თქმა. დავსხდებით და გავარჩევთ თამაშს. გავაანალიზებთ სატურნირო მდგომარეობას.

არცკი მეჯერა მეორე გოლი რომ გავუშვით, 93-ე წუთზე დავწინაურდით და 96-ზე გავუშვით.“ - განაცხადა იარემჩუკმა უკრაინული ტელეარხის «Футбол 1/Футбол 2»- ის ღია ეთერში.

4 ტურის შემდეგ, D შესარჩევ ჯგუფში უკრაინელებმა ოთხივე მატჩი ფრედ დაასრულეს და 4 ქულით მეორე ადგილზე არიან. ლიდერი კი 8-ქულიანი საფრანგეთია.