ქართული თეატრის ფოიეში საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა და ქართულ დრამატურგიაზე გაცხარებული კამათი გაიმართა.
რა თქმა უნდა, კამათის დამწყები და მთავარი ფიგურა მედეა ჯაფარიძე იყო. ჯგუფთან ახლოს ბატონმა პიერ კობახიძემ გაიარა.
- ბატონო პიერ, ბატონო პიერ, - დაუძახა მედეამ. პიერი შეჩერდა. - ძალიან დიდი ბოდიში, ერთი წუთით მობრძანდით ჩვენთან.
პიერი ჯგუფს უყოყმანოდ შეუერთდა. - ბატონო პიერ, ჩვენ იმაზე ვდავობთ, ვინ არის ახლა ქართულ დრამატურგიაში ყველაზე კარგი?
- ერთ წუთში უნდა გიპასუხოთ?
- როგორც გნებავთ, ბატონო პიერ! - გაეღიმა მედეას.
პიერმა მეტად სერიოზული სახე მიიღო, საათს დახედა და თქვა:
- დრამატურგი? ჰო, თუა, ისევ ლევან გოთუა, - მხარი აიჩეჩა და წავიდა, მან საერთო ტაში დაიმსახურა.