ძაღლების ჩხუბი

ძაღლების ჩხუბი

თბილისის სახაზინო თეატრში მიმდინარეობდა ოპერა „ბალმასკარადი“.

ერთ მომენტში სცენაზე უცბად გამოვარდა ბალერინა, რომელიც ძალზე გამხდარი იყო და ცარიელ ძვლებადღა მოჩანდა.

იმავე დროს მას აქეთ-იქიდან ეცა ორი მოცეკვავე ვაჟი და მათ ერთად განაგრძეს გაცხარებული ცეკვა-თამაში.

თეატრში მყოფ აკაკი წერეთელს ჰკითხეს: „რა აზრის ბრძანდებით არტისტების თამაშობაზეო?“

- ორ ძაღლს ერთ ძვალზე აქვთ ჩხუბიო! - სხარტად მიუგო აკაკიმ.