რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „La Stampa” ერთი სახალისო ინფორმაცია გაავრცელა.
იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ფორლიში მცხოვრებმა პუდელმა, სახელად ვალემ თავის დიასახლისს ლორედანა რომანოს საკმაოდ დიდი უსიამოვნება მიაყენა, როცა ცხვირი მოაჭამა და შინიდან გაიქცა.
პოლიციელებმა პუდელი რომანოს ბაღის მახლობლად დაიჭირეს და წაართვეს ის, რაც ცხვირიდან დარჩა.
34 წლის ლორედანამ პოლიციელებს უამბო, რომ მის „პატარა ვალეს“ ხშირად ეძინა მასთან ერთად საწოლში და ის ფაქტი, რომ უეცრად ცხვირზე უკბინა, სრულ მოულოდნელობად იქცა მისთვის.
ექიმებმა დაღეჭილი ცხვირი გადაარჩინეს და ორგანო ადგილზე დააბრუნეს. თუმცა ქალს ახლა აღდგენითი ქირურგიის ხანგრძლივი კურსის გავლა მოუწევს, რათა ნაიარევები აღარ დაეტყოს.
ლორედანამ აპატია თავის ვალეს დანაშაული, მაგრამ ირწმუნება, რომ ამიერიდან თავის საწოლს აღარ გააკარებს.
„აჯობებდა, ქმრისთვის დამეგდო ყური, როცა მეუბნებოდა, რომ ის ერთადერთი უნდა ყოფილიყო, ვისაც ამის უფლება ექნებოდა.“ - განაცხადა ქალბატონმა ლორედანამ.