US Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი მეტოქე გაირკვა

US Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი მეტოქე გაირკვა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ამერიკელ სებასტიან კორდას დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 45-ე ადგილზე იმყოფება.

ბასილაშვილს კორდას წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია და პირველად US Open-ზე მოუწევს მასთან თამაში.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 1/32 ფინალში დიდი ალბათობით პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდება, რომელსაც მანამდე კვალიფიკაციის გამარჯვებულთან ელის დაპირისპირება.

ბასილაშვილისა და კორდას მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ჩოგბურთელი US Open-ს გასულ წელს პირველივე წრეში გამოეთიშა.