ბელგიური „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება დაადასტურა. როგორც მან „ეუპენთან“ მატჩის (2:1) შემდეგ თქვა, სანაკრებო პაუზის შემდეგ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გუნდს შეუერთდება.
„ყველა საბუთი მზაა მიქაუტაძისთვის და სანაკრებო შესვენების შემდეგ უნდა შემოგვიერთდეს“, - თქვა კონდომმა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში „სერენის“ მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის იუპილერ ლიგაში აღზევებაში.
„სერენმა“ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 6 ტურში 9 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 3 წაგება).