„ვითხოვდით,ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანია და აუცილებელი მოგერიება კანონდარღვევად არ მიიჩნევა“

„ვითხოვდით,ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანია და აუცილებელი მოგერიება კანონდარღვევად არ მიიჩნევა“

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წინანდლის ტყეში, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა. ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები თელავის რაიონული სასამართლოს 18 აგვისტოს განჩინებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ზვიადაურს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც for.ge-ის ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, მისი დაცვისქვეშ მყოფთან კონსულტაციიის შემდეგ, გადაწყვეტენ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ თუ არა. ამ ეტაპზე, თავად ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის ციხიდან გამოკვლევების ჩატარების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტარიელ მურმანიშვილი: „გასაჩივრებული იყო აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. ვითხოვდით, რომ ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანია და აუცილებელი მოგერიება კანონდარღვევად არ მიიჩნევა. თუ სასამართლო ჩათვლიდა საჭიროდ, რომ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება, ალტერნატივად ვთავაზობდით როგორც 50 000-ლარიან გირაოს, ასევე პირად თავდებობას. სასამართლომ არც ერთი გაითვალისწინა და საერთოდ, განუხილველი დატოვა. ამდენი ღირსეული ადამიანი უდგება თავდებში, ისიც კი არ იკადრა სასამართლომ, რომ ზეპირი მოსმენა ჩაენიშნა და მოესმინა ამ ადამიანებისთვის, თუ როგორ უზრუნველყოფდნენ ზვიადაურის თავდებობას. პირდაპირ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ საჩივრდება. სამწუხაროდ, ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და ამით ყველაფერი დასრულდა.

ახლა რას აპირებთ?

- გეგმებზე ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებას ეტაპობრივად ინფორმაციას მივაწვდით.

სამართლებრივად ახლა რა ეტაპები უნდა გაიაროთ?

- ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძება მიმდინარეობს. უბრალოდ, ჩვენც ცალკე გამოვიძიებთ - დაცვაც იმუშავებს და ბრალდებაც იმუშავებს.

საქართველოში რადგან მეტ ინსტაციაში ვეღარ გაასაჩივრებთ, შესაძლოა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოთ?

- ერთადერთი გზა გვრჩება სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა. თუმცა, ჯერ აღნიშნული საკითხი თავად ზურასთან უნდა გავიაროთ და შემდეგ გვეცოდინება უკვე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს თუ არა.

ბატონო ტარიელ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა კენჭოშვილის ოჯახი აპირებს ადვოკატების აყვანას. ჩივის კენჭოშვილის ოჯახი?

- დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, ვერ გეტყვით ვერაფერს.

თქვენ წინა ინტერვიუს დროს გვითხარით, რომ ზურა ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო. ახლა როგორ არის, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ?

- სამწუხაროდ, დეტალურად ასე ვერ ვსაურობ, ვიდრე ზურასთან არ გავივლი კონსულტაციებს. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს, ზურა სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, შეამოწმეს და ისევ ციხეში დააბრუნეს.

შეგიძლიათ გვითხრათ ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს?

- ხერხემლის დაზიანება აქვს და ხერხემალზე შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.

ეს დაზიანება 16 აგვისტოს მომხარ ჩხუბის დროს მიიღო?

- არა, იმ დღეს არ მიუღია დაზიანება. ზურას დისკოზი აწუხებს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.

ზურამ კენჭოშვილის ოჯახს წერილი მართლა მიწერა?

- არანაირი წერილი არ დაუწერია, ვინ თქვა, რომ წერილი დაწერაო? უბრალოდ, ზურამ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდ ფაქტში გაეხვა და ამ ფაქტს ძალიან განიცდის. წერილი ნამდვილად არ მიუწერია.

Katana . "აუცილებელი მოგიერიების ფარგლებში" მოქმედება რას გულისხმობს?
მოწინააღმდეგეს რომ ავტომატი უჭირავს ხელში და სროულობს, გიკლავს მეგობარს, მერე ძმას და შენი მიმართულებითაც ისვრის, ეს ჯერ კიდევ არ არის იმის წინაპირობა, რომ შენც განახორციელო საპასუხო გასროლა?
აუცილებლად შენც უნდა მოგხვდეს ტყვია და, თუ შეძელი, მხოლოდ ამის შემდეგღა უნდა ესროლო, რომ კანონიერად ჩაითვალოს შენი ქმედება?!
ეს არის სრული აბსურდი!
წარმოუდგენელი აბსურდი!
.............
ყველაფრის გადმოღებას რომ ამერიკიდან ცდილობთ, დააკვირდით, იქ როგორ არის: თუ მოწინააღმდეგის ხელში დაინახე იარაღი (სულ ერთია, ცივი თუ "ცხელი"), რომლითაც რეალური საფრთხე გემუქრება შენ ან შენს ახლობელს (ან გაქვს საფუძველი, ასეთად აღიქვა), შენ არა ხარ ვალდებული, დაელოდო, როდის მოიყვანს იგი სისრულეში თავის ბოროტ განზრახვას - უფლება გაქვს, დაასწრო!
ამას გულისხმობს ' თ ა ვ ი ს დ ა ც ვ ა !
აბა, ტყვია თუ დამაჭედა შუბლში, ან დანა გამიყარა გულში, მერე მაძლევ თავის დაცვის უფლებას?!.
*
ეს თუა რეფორმირებული ქართული სასამართლო, მას ნამდვილად არ უწერია "ქმნა მართლისა სამართლისა", რომელიც "ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად"!
პირიქით!
3 წლის უკან