ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოსვლის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ხომ არ ამბობს ეს ზესახელმწიფო უარს თავის მისიაზე, ანუ ამერიკულ მისიაზე, რაც მსოფლიო წესრიგის დამყარებას გულისხმობს?!
სხვათა შორის, მე-20 საუკუნეში უინსტონ ჩერჩილმა რამდენჯერმე გამოიყენა ტერმინი „ახალი მსოფლიო წესრიგი“, რაც ნიშნავდა, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო მსოფლიო ხელისუფლება, რომლის მიზანიც გლობალური პრობლემების მოგვარება იქნებოდა. ამ მიზნით შეიქმნა გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ძალთა ბალანსი ამერიკის სასარგებლოდ იყო გადახრილი.
მართალია, ამერიკა კვლავაც რჩება მსოფლიო წესრიგის ბურჯად, მაგრამ თვით ამერიკელებსაც აქვთ განცდა, რომ მათი გავლენა მსოფლიოში თანდათან შემცირდება და აღარ იქნება ისე, როგორც მე-20 საუკუნეში, რომელიც მთლიანად ამერიკას ეკუთვნოდა. ამიერიდან აზიაში ჩინეთი შეეცდება ჰეგემონიას.
ამერიკის მსგავსად, ევროპელებსაც უჩნდებათ კითხვა, მათაც ხომ არ დაკარგეს მორალური უპირატესობა მსოფლიოში? ვინ გადაწყვეტს ამიერიდან კაცობრიობის მომავალს?
ხომ არ დაადგა ამერიკა იზოლაციონიზმის გზას?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის დღევანდელ ქმედებებს თუ შევხედავთ, ერთი შეხედვით, შეიძლება ასე ჩანდეს, რომ ამერიკა იზოლაციონიზმის გზას დაადგა, მაგრამ საეჭვოა, ამერიკამ ეს გზა აირჩიოს, რადგან ის არის დასავლური სამყაროს ლიდერი. უბრალოდ, დავით ზარდიაშვილის აზრით, დასანანი და მძიმეა, რომ მარცხი განიცადა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიამ“, რომლის მიზანიც იყო, არ დაეშვა თალიბანის ექსტრემისტული ისლამისტური რევანში და მხარი დაეჭირა დემოკრატიული სისტემისთვის ავღანეთში.
„ამიტომაც ერქვა ამ მისიას „მტკიცე მხარდაჭერის მისია“, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა, 20 წელიწადი გაგრძელდა ეს პროცესი, თავიდან ISAF-ის მისია იყო, 2015 წლიდან გაგრძელდა „მტკიცე მხარდაჭერის მისია“, ამერიკელები პირდაპირ ფიზიკური ძალით ედგნენ მხარში ავღანურ მთავრობას, მოგვიანებით უკვე კონსულტაციებს უწევდნენ მათ, სამხედრო წვრთნებს უტარებდნენ, რომ დამოუკიდებელი თვითკმარი დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბებულიყო და არ დაეშვათ მძიმე რეჟიმი, რაც თალიბანის სახელითაა ცნობილი. ეს არ გამოვიდა, ავღანეთში დასავლური ცივილიზაცია დამარცხდა. ამ ცივილიზაციის მდგენი არის აშშ, ისევე, როგორც ამ მისიაში სწორედ ამერიკა იყო მთავარი მოქმედი პირი. ეს არის დასანანი და მარცხად ეს აღიქმება, რომ ალტერნატივა თალიბებს ვერ შეუქმნეს ავღანეთში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ამასთან, განმარტავს, რომ ეს მარცხი არ ნიშნავს ამერიკის იზოლაციონიზმს, რადგან ისინი სხვა მეთოდებით შეეცდებიან დასავლურმა ცივილიზაციამ თავისი ჰეგემონიის ადგილი მსოფლიოში არ დაკარგოს.
ანალიტიკოსის შეფასებით, როცა ამერიკა ასეთ პოლიტიკას დაადგა, მაშინ მსოფლიო ლიდერი დიდი ბრიტანეთი იყო. ცხადია, იქ ამერიკის ადგილი არ იყო, ახლა კი როლები შეიცვალა და გამორიცხულია, დღეს ამერიკა მიუბრუნდეს იზოლაციონიზმს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კონკურენციაში დასავლეთმა უარი თქვას ლიდერობაზე, რაც არ მოხდება.
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ავღანეთის შემთხვევა ცალკე განსახილველია და ამ კონკრეტული ფაქტით ვერ ვიმსჯელებთ, იზოლაციონიზმის გზას დაადგება თუ არა ამერიკა.
„ნაკლებად სარწმუნოა, ამერიკამ თავის მისიაზე უარი განაცხადოს. ზოგადად, ახლო აღმოსავლეთი ისეთი რეგიონია, რომ ჯერჯერობით არანაირმა ჩარევამ არ გაამართლა. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩარევა არ უნდა მოხდეს. ამერიკა თავის მისიას ვერავის გადაულოცავს, მით უფრო, რუსეთს, რომელიც შევარდა ავღანეთში, მაგრამ ავღანეთიდან თავის დროზე ისე გამოაგდეს, რომ ზუსტად ამან დაშალა საბჭოთა კავშირი“, - გვითხრა გიორგი სანიკიძემ.
ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც
მე აქ სუ მაგას ვწერ--- ბაქრაძემ ასე დაგვიბარა მეთქი
ხოოდა მე იმ კაცს ვუჯერებ----------------- ჟამი აქვტ უკვე მაგათ შეყრილი, ჟამი
...ამერიკა გარეთ ვეღარ გააატრაკებს, შიგნითაც ეყოფა საკუთარი პრობლემები, თანაც როგორი--- სსრკ მონაგონი იქნება(ბუმერანგის პრინციპით) მოკლედ ეყო რაც იგულავა.....
...ანუ როგორც ასინეთა იტყოდა, წესი ასეთი, წესი ---- ,,აქოური წესია, აქოური,,
ამ საქმეში კაკულიას ნაღდად ვაჯობებ....
თუ არადა ამას ყველა ნახავთ.