"სერენის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე მალე ჩვენთან იქნება"

ბელგიური „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა გიორგი მიქაუტაძს ტრანსფერი დააანონსა.

როგორც ესპანელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, მათ ქართველი ფორვარდი მალე შეუერთდება. ამ დროისთვის ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მიქაუტაძე ბელგიურ გუნდს, რომელიც იუპილერ ლიგაში თამაშობს, იჯარით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასული სეზონიც „სერენში“ გაატარა, ოღონდ ქვედა ლიგაში და 24 მატჩში თავი 22 გოლით გამოიჩინა.