ეკატერინე ტიკარაძე: პენიტენციურ დაწესებულებებში არის რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა - ეპიდემიოლოგები მუშაობენ, საგანგაშო ვითარება არ არის

ეკატერინე ტიკარაძე: პენიტენციურ დაწესებულებებში არის რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა - ეპიდემიოლოგები მუშაობენ, საგანგაშო ვითარება არ არის

პენიტენციურ დაწესებულებებში არის რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ და საგანგაშო პროცესი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ციხეში არის რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა, რაზეც მოხდა ერთობლივი რეაგირება. იცავენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენგან არის დაყენებული. პაციენტები ამ ეტაპისთვის არიან უსაფრთხოდ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.