შალვა პაპუაშვილი: მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა - პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის

შალვა პაპუაშვილი: მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა - პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის

მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა - პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიაზე, ასევე, განხილული იქნება ის კანონპროექტები, რომელიც გამოასწორებს არასწორ მიდგომებს ქართულ კანონმდებლობაში.

„მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და ამ მხრივაც საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, არის კანონპროექტები, რომელიც არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო ეფექტიანი მმართველობა ერთის მხრივ და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ასე, რომ ამ პროცესს, რომელიც გულისხმობს არასწორი მიდგომების გამოსწორებას ქართულ კანონმდებლობაში მიმდინარე კვირასაც გავაგრძელებთ და შესაბამისად დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.