შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი

შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი

არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს თუმცა თუ კი ვინმე ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება უსაფუძვლო და უკანონო აქტი.

„არანაირი საფუძველი არ არის შეჩერების თუმცა თუ კი თავნებობას ექნება ადგილი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უზომო შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომლის დარღვევის გამოც ანუ რომელიც საფუძვლად იქნა აღებული შეჩერებისთვის. სამწუხაროდ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ვხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ, რომ მათ ვისაც აქვთ საკმარისი ძალა ცდილობენ, რომ იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე კვლავ, რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.