გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება სიძულვილის ენით დაიღალა, ეს ნეგატიური ფონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება სიძულვილის ენით დაიღალა, ეს ნეგატიური ფონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

საზოგადოება სიძულვილის ენით დაიღალა. ბუნებრივია, ეს რაღაც ნეგატიური ფონი ერთხელ და სამუდამოდ პრაქტიკაში უნდა დასრულდეს. საკანონმდებლო დონეზე ეს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდებოდეს, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენის შემცველი ვიდეორგოლი თუ განცხადება, საზოგადოებაში არ უნდა ვრცელდებოდეს.

„წინასაარჩევნო კამპანია და ზოგადად, უფასო პოლიტიკური რეკლამა პოლიტიკური პარტიებისთვის იმისთვისაა, რომ რაიმე შესთავაზონ საზოგადოებას. კი, ბატონო! გააკრიტიკონ ხელისუფლება. თქვან, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არასწორია და მათ აქვთ ალტერნატიული შეთავაზება. ნებისმიერი ფორმით შეიძლება გაკრიტიკება. რაც უნდათ ის თქვან, მაგრამ საზოგადოება ამ სიძულვილის ენით დაიღალა. ბუნებრივია, ეს რაღაც ნეგატიური ფონი ერთხელ და სამუდამოდ პრაქტიკაში უნდა დასრულდეს. საკანონმდებლო დონეზე ეს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს. ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს. მაგალითად, საზოგადოებას უფრო აინტერესებს, რას აპირებს თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ან სხვა პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედი“ ზიზღის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს.

Ninja მულტფილმი გამახსენდა. "მტრობა" ქვია.
3 წლის უკან