გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ პრაქტიკულად რესურსი უკვე ამოეწურათ - მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ, რასაც ისინი ამბობენ

გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ პრაქტიკულად რესურსი უკვე ამოეწურათ - მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ, რასაც ისინი ამბობენ

გულწრფელად მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაშიც არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი, ნაწილი თვლის, რომ ახლა არჩევნების გადადება შეიძლება შიშად შეფასდეს, ზოგი თვლის, რომ არჩევნები გადაიდოს. მერე როგორც ჩანს, მათი ბელადი მიხვდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი ნაბიჯი და ეს პროცესი გააჩერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავვლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვერცერთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ უზრუნველყოფს, რომ ვერც არჩევნების ბოიკოტის გამოცხადების პროცესი და ვერც არჩვენების გადადების პროცესი იქნება უზრუნველყოფილი მათი მხრიდან. მათ პრაქტიკულად რესურსი უკვე ამოეწურათ. მათ მხარდამჭერებსაც კი აღარ სჯერათ, რასაც ისინი ამბობენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება - გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება.