"ტრაბზონსპორი" აზაროვში 450 000 ევროს იხდის, "დინამო ბათუმმა" მეტი მოითხოვა

თურქული „ტრაბზონსპორი“ საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

"ტრაბზონსპორი" აზაროვში 450 000 ევროს იხდის, "დინამო ბათუმმა" მეტი მოითხოვა

Sabah-ის ინფორმაციით, ტრაბზონელებმა „დინამო ბათუმს“ 450 ათასი ევრო და 30%-იანი წილი შესთავაზეს მომდევნო ტრანსფერისგან (როცა „ტრაბზონსპორი“ ირაკლის სხვა კლუბში გაყიდის), თუმცა ბათუმელებმა 1 მილიონ ევროზე მეტი მოითხოვეს. წყაროს თანახმად მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

კიდევ ერთი პრესტიჟული თურქული გამოცემა 61saat-იც დაახლოებით იმავე ცნობას ავრცელებს, მაგრამ წერს, რომ თურქულმა კლუბმა 400 ათასი ევრო შესთავაზა და სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალური გახდება.

აღსანიშნავია, რომ აზაროვს სხვა კლუბებიც აკვირდებიან - „ბრიუგე“, ზაგრების „დინამო“ და „კრასნოდარი“. შედეგად, მას არჩევანი საკმაოდ აქვს. „ტრაბზონსპორი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია, სადაც „რომასთან“ პირველი მატჩი შინ 1:2 წააგო. ამ გუნდის რიგებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის, ჟერვინიო, ბრუნო პერესი, ანდრეას კონრელიუსი და მარეკ ჰამშიკი.

ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმს“ მიმდინარე წელს შეუერთდა და 26 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ირაკლი „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა. 19 წლის ფეხბურთელი მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, დებიუტი კი ივნისში, რუმინეთთან სპარინგში (2:1) ჰქონდა, როდესაც შეუცვლელად ითამაშა.